მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, პორტუგალიის ნაკრებმა შვეიცარია 6:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე გახლდათ და თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო კრიშტიანუ რონალდუ. მის სათადარიგოზე დარჩენასთან დაკავშირებით, კომენტარი პეპემ გააკეთა.
“რონალდუს სკამზე დარჩენა პრობლემა არ არის. მან კარგად იცის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. ეს მწვრთნელის არჩევანი იყო და პატივი უნდა ვცეთ. რაც შეეხება მაროკოსთან მოახლოებულ 1/4 ფინალს, ამ თამაშისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. წინ კიდევ ერთი დიდი ბრძოლა გველის.” – განაცხადა პეპემ, რომელმაც შვეიცარიასთან გოლი გაიტანა.
რაც შეეხება პორტუგალიის და მაროკოს ნაკრებების დაპირისპირებას, ეს შეხვედრა 10 დეკემბერს 19:00-ზე გაიმართება.