პეპის ლექცია: კუნთები ფეხბურთი არ არის, მომავალი ნიჭის და ტალანტისაა…

 

სქაი სპორტის ეთერში, პეპ გვარდიოლამ მორიგი ინტერვიუ-ლექცია ჩაატარა, უფრო სწორად ისეთი ინტერვიუ მისცა, ლექციად რომ იქცა. რას ფიქრობს პეპი თანამედროვე ფეხბურთზე? რა გზას უნდა დაადგეს?

ვერც კი წარმოიდგენთ, რა რთულია მოედნის მიღმა მუშაობა. 13-14 წლის წინ, როცა მე სამწვრთნელო კარიერა დავიწყე, მატჩების მოგება უფრო მარტივი იყო”

ჯერარდი და ლამპარდი

ახალგაზრდა მწვრთნელები, მაგალითად, სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლამპარდი, ძალიან კარგად მომზადებულნი არიან. ისინი საკითხებში სიღრმისეულად ერკვევიან და ყველაფერი ესმით. მაშინ თამშობდნენ, როცა მე უკვე მწვრთნელი ვიყავი. 

რა თქმა უნდა, ეს თანამედრო ტექნოლოგიების: დრონის, ფართო ხედვის კამერების და მონაცემთა ბაზების დამსახურებაცაა. ბევრი რამ გვეხმარება, რათა მოწინააღმდეგე უკეთ შევისწავლოთ.”

პრემიერლიგის მატჩები

“პრემიერლიგის კარგი მხარე ის არის, რომ თამაშის ხუთი თუ ექვსი განსხვავებული სტილია და მას თუ კარგად შეასრულებ, შედეგიც გაქვს. ისე არ არის, თითქოს გუნდები ერთ გზას მიყვებიან. შესაძლოა, თამაშში სქემა მატჩის მიმდინარეობისას შეიცვალოს და ამ პრობლემის გადაჭრა გიწევს. “

გამარჯვებულების კოპირება არ შეიძლება

“მახსოვს, წლების წინ, სტანდარტად ყველა მსოფლიო ჩემპიონის თამაშს იღებდა და ეს ტრენდი ხდებოდა. ყველას გამარჯვებულის თამაშის კოპირება უნდა. ეს დიდი შეცდომაა. 

ფეხბურთი ასლების გადაღება არ არის. არ შემიძლია სხვა მწვრთნელის შეხედულებეი ავიღო და ჩემს ფეხბურთელებს ჩავუნერგო, რადგან მისი იდეები ბოლომდე არც მე მესმის. მწვრთნელი წარმატებას მაშინ აღწევს, როდესაც იმას აკეთებს, რისიც სწამს. 

იმ მწვრთნელებს ვაღმერთებ, რომლებმაც სეზონის სტარტზე უკვე იციან, გუნდი როგორ ათამაშონ. მაშინაც კი, როცა საქმე საუკეთესოდ არ მიდის, ისინი საკუთარი გზით სიარულს აგრძელებენ. წარამტებას ასეთი ხალხი აღწევს. თამაში შედეგების მიხედვით თუ დაიწყე, ეს ცუდია. ასე კარგს ვერაფერს მიაღწევ” 

სურს, რომ მომავალი ტალანტისა და ნიჭის იყოს…

“მინდა, მომავალი ტალანტისა და ნიჭის იყოს, განსხვავებით იმ მწვრთნელებისგან, რომლებიც ამბობენ: თუ გინდა საუკეთესო იყო, წადი და სპორტ დარბაზში ივარჯიშე. როდესაც დრიბლინგით რამდენიმე კაცის მოტყუება და ცხრიანში გატანა შეგიძლია, სპორტ დარბაზში არ უნდა წახვიდე. 

იმედი მაქვს, ბრიტანეთში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ესპანეთში და სადაც შესაძლებელია, ნიჭიერ ფეხბურთელებს დიდი კარიერისთვის ამზადებენ, ისეთ ბიჭებს, რომელთაც ამ თამაშის ესთეტიკა მთელ მსოფლიოს შეუძლიათ აჩვენონ”

 

Leave a comment

Your email address will not be published.