პეპ გვარდიოლამ საინტერესო რამ თქვა… ისეთი, პრესა ასჯერ რომ დაატრიალებს. არსენალის მწვრთნელ მიკელ არტეტაზე ისაუბრა და ბარსელონას შეეხო:
“არტეტას არსენალთან ურთიერთობა ისეთივეა, როგორიც ჩემი ბარსელონასთან. დიახ, შემიძლია სიტიში მუშაობა, სხვაგანაც, მაგრამ ბარსელონა თუ დამიძახებს, წავალ. იქ ჩემი სახლია.
…არტეტა არსენალის გულშემატკივარი იყო, მანამდე ფეხბურთელი და კაპიტანი. მახოვს, სიტიში როცა ჩემი თანაშემწე იყო, ნებისმიერ გატანილ გოლზე ხტუნავდა და ყვიროდა. გამონაკლისი იყო ერთი გუნდი: არსენალი. მათთან გატანილს არ აღნიშნავდა, სკამზე ჩუმად იჯდა.
…ეს ჩემმა ფეხბურთელებმაც იციან. ის ადამიანი არ ვარ, რომელიც თანაშემწეს დააკავებს და დარჩენას სთხოვს. ყველას თავისი ოცნება აქვს. წასვლა შეუძლია ყველას. ეს ეხებათ ფეხბურთელებსაც. როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე უნდა გააკეთონ. რაც სურთ, უნდა აისრულონ, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა” (Daily Mail)