პსჟ-თან დაპირისპირებამდე, ხოსეპ გვარდიოლამ მატჩის წინა პრეს-კონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა დაუფარავად განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს – ნეიმარი, მბაპე, მესის ტრიო როგორ უნდა გააჩეროს
“მესის, ნეიმარის და მბაპეს გასაჩერებელ გზას ვერ ვხედავ, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. მეტოქის იმ რგოლის გაკონტროლება, სადაც ნიჭის ამხელა კოცენტრაციაა, წარმოუდგენლად რთულია.
შეთამაშება სჭირდებათ, რომლის დროსაც არ მისცემენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურადაც ძლიერები არიან.
პსჟ-ს აღწერა მხოლოდ მესის ფაქტორითაც შესაძლებელია – ის მეტია, ვიდრე ფენომენალური”