პეპი: ჩელსი და ლივერპული კიდევ მოუმატებენ

 

სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჩელსისა და ლივერპულის შესახებ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

“აუცილებელია, კონცენტრაცია აწმყოზე მოვახდინოთ – ეს ერთერთი მიზეზია, რის გამოც წარმატებულნი ვართ. მეტს ვერაფერს ვიტყვი.

მინდა ვთქვა, რომ მიყოლებით 15 მატჩს მოვიგებთ, მაგრამ ეს არავინ იცის. როდესაც მიყოლებით 21 მატჩი მოვიგეთ, პირველი თამაშის შემდეგ, ამაზე ვერც ვიოცნებებდი. მიყოლებით 21 შეხვედრა რომ წავაგოთ?

პრემიერლიგაში ისეთი სიტუაციაა, ქულები ახლა რომ დაკარგო, შესაძლოა ჩემპიონობის ფასად დაგიჯდეს. ეს ვიცით. ლიგაში არანორმალური კონკურენციაა.

დიახ, ჩელსი და ლივერპული ქულებს დაკარგავენ. ეს გუნდები ახლაც ძალიან მაგრები არიან და კიდევ უმატებენ. აქ ყველა შეხვედრა ძალიან რთულია,” – თქვა გვარდიოლამ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *