პეპ გვარდიოლა: ახლა უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე ბარსელონაში მუშაობისას

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ახლა უკეთესი სპეციალისტია, ვიდრე ბარსელონაში მუშაობისას,  სადაც კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამდა.

“ახლა უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე ბარსელონაში მუშაობისას. დღეს მეტი გამოცდილება მაქვს, უფრო ვიცი შეტევა და დაცვა, მეტად ვიცი მეტოქის გაშიფვრა. ეს ყველაფერი ასე რომ არ იყოს კატასტროფა იქნებოდა, რადგან ბარსელონაში 37 წლის ასაკში მივედი, დღეს კი 50 წლის ვარ. 

ახლა ხანდახან თავს მოდუნების საშუალებას ვაძლევ, რადგან გამოცდილება დამიგროვდა. მაქსიმუმს ვაკეთებ და თუ გავიმარჯვებ ცხადია ძალიან კმაყოფილი ვარ. გამარჯვება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელსაც ხშირად ვერ აკონტროლებ.”-ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sport-ი.

გვარდიოლა ბარსელონაში 2008-12 წლებში მუშაობდა. გუნდთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა (2), ლა ლიგა (3) და უამრავი სხვა ტიტული მოიგო. ესპანელმა სპეციალისტმა სიტი 2016 წელს ჩაიბარა და ამ დრომდე სამჯერ პრემიერლიგა მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *