პეპ გვარდიოლა: ზინჩენკოსთვის თამაში საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელია

ინგლისის თასის 1/8 ფინალში მანჩესტერ სიტიმ პიტერბორო 2:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ქალაქელთა კაპიტანი ალექსანდრ ზინჩენკო იყო. ამ ჟესტით გუნდმა მას უკრაინაში მიმდინარე საომარი მოვლენების გამო თანადგომა გამოუცხადა.

აღნიშნულ ფაქტზე მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ისაუბრა.

“ჩვენმა კაპიტანმა ფერნანდინიომ გადაწყვიტა კაპიტნის სამკლაური ზინჩენკოსთვის დაეთმო და ყველამ მხარი დავუჭირეთ. ალექსისთვის ძალიან რთული პერიოდია. მას მხარს არამარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო უჭერს. ზინჩენკოსთვის თამაში საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელია.”-განაცხადა გვარდიოლამ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

Leave a comment

Your email address will not be published.