პრემიერლიგის მე-5 ტურში მანჩესტერ სიტიმ საუთჰემტპონს უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. მატჩის შემდეგ მედიასთან ქალაქელთა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ისაუბრა.
“როცა ჩემი გუნდი ცუდად თამაშობს, გულშემატკივრების გამო ვღელავ. ისინი მოდიან, რადგან ფეხბურთის ყურება და ამით სიამოვნების მიღება სურთ. ამიტომაც ვაკეთებ ჩემს საქმეს. საუთჰემპტონთან საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
არასდროს მიწუწუნია იმის გამო, რომ სტადიონზე გულშემატკივრები არ მოსულან. 80 ან 100 ადამიანიც რომ მოვიდეს, მაინც მაქსიმალურად დავიხარჯები. ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე სრული სიგიჟეა. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.”-განაცხადა ესპანელმა.
მანჩესტერ სიტი პრემიერლიგაში 10 ქულით მე-2 ადგილზეა და შემდეგ ტურში ჩელსის შეხვდება.