პეპ გვარდიოლა: რონალდუ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

6 ნოემბერს ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერული დერბი გაიმართება. მომავალი მეტოქის ერთერთ ლიდერზე კრიშტიანუ რონალდუზე პეპ გვარდიოლამ ისაუბრა.

“მანჩესტერი – ატალანტას მატჩი არ მინახავს, თუმცა აუცილებლად ვნახავ და ყველაფერს გავაანალიზებ. იუნაიტედს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს რონალდუს სახით, ის ნამდვილი საგოლე მანქანაა. 

რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ბრიუგესთან მატჩი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მანჩესტერთან დაპირისპირება. ჩემმა სიტყვებმა ბევრი აღაშფოთა. ახლა მგონია, რომ იუნაიტედთან შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანია.”-განაცხადა გვარდიოლამ.

მანჩესტერ სიტი პრემიერლიგაში 20 ქულით მესამე ადგილზეა, იუნაიტედს კი 17 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციას იკავებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *