პეპ გვარდიოლა: შეშფოთებულები ვართ, ასეთ ვითარებაში ფეხბურთის თამაში არ შეიძლება

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში მანჩესტერ სიტი ლაიფციგს ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანიაში არსებული კოვიდ სიტუაციის გამო შეშფოთებულია.

“შეშფოთებულები ვართ, რადგან გერმანიაში არც ისე სახარბიელო სიტუაციაა კორონავირუსის მხრივ. უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა არ მოგვარებულა. კიდევ უფრო მკაცრი ზომებია საჭირო. 

ატარეთ ნიღბები, დაიცავით სოციალური დისტანცია, გამოიჩინეთ სიფრთხილე. კარგი იქნება თუ მატჩს ხალხი დაესწრება, თუმცა თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ გულშემატკივრები არ შეუშვან, ეს მხოლოდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქნება განპირობებული.”-განაცხადა გვარდიოლამ.

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში სიტი 12 ქულით პირველ ადგილზეა და ჯგუფი უკვე მოგებული აქვს. ლაიფციგი 4 ქულით მე-3 ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს ბოლო ადგილოსან ბრიუგეს და გერმანელები ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *