პეპ გვარდიოლა: ხალხს უნდა მე-20 წუთზე 4:0-ს ვიგებდეთ

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მანჩესტერ სიტიმ ბრიუგე 4:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ თამაში პეპ გვარდიოლამ შეაფასა.

“ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგად ვითამაშეთ. საპასუხო გოლი გავუშვით, რამაც საქმე ცოტა გაგვირთულა, თუმცა მეორე ტაიმში ზეწოლა გავზარდეთ და შედეგს მივაღწიეთ.

ხალხს უნდა, რომ მე-20 წუთზე უკვე 4:0-ს ვიგებდეთ, ეს არარეალურია, ეს ზღაპარია. 2 კვირის წინ ბრიუგეს 5:1 მოვუგეთ და ეს არანაირად არ გვაძლევდა იმის გარანტიას, რომ შემდეგ შეხვედრასაც მოვიგებდით. ზოგადად კმაყოფილი ვარ ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი გამოსვლით.”-განაცხადა გვარდიოლამ.

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში მანჩესტერ სიტი 9 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ ტურში პსჟ-ს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *