რატომ სიტი?

ექსპრესი! პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი შეუჩერებელია ინგლისის პრემიერლიგაში. როგორც ტრადიციად იქცა, Boxing Day-ს დროს სხვა გუნდებს რომ დაღლა ეტყობათ, სიტის ახალი სუნთქვა ეხსნება და სწორედ ამ პერიოდში იწყებს ლიდერობის გამყარებას. არც მანამდე აკლებდა, მაგრამ დეკემბერი სიტისია…

ბრენტფორდი – მანჩესტერ სიტი 0:1. ეს წლეულს პეპის გუნდის მე-19 გასვლითი გამარჯვება იყო. უკვე 8-ქულიანი სხვაობა ჩელსისთან. სულ კი წლეულს გუნდმა 36 თამაში მოიგო ინგლისის პრემიერლიგაში, რაც რეკორდია…

გვარდიოლა: „ჩემპიონობას მილოცავთ? მადლობა, მაგრამ არ მჯერა. დეკემბერში ჩემპიონი არავინ არ ხდება. კიდევ 54 ქულა თამაშდება. მართალია, ბოლო 10 მატჩიდან 10-ივე მოვიგეთ, მაგრამ შესაძლოა, კიდევ წავაგოთ თამაშები. ლესტერთან 4:0-ს ვიგებდით და 20 წუთში 4:3 გახდა“.

დიდია ალბათობა, რომ იანვარში „ლივერპულში“ კიდევ უფრო გაუჭირდება, რადგან მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და ნაბი კეიტა აფრიკის თასზე მიდიან.

სიტის მარათონული სიძლიერე… N1 ფაქტორი გრძელი სკამი და სწორი როტაციაა. ხშირად გვინახავს, ფეხბურთელს პეპის გუნდში თითქოს ჩავარდნა აქვს, სათადარიგოებშია და მის გაყიდვაზეც კი საუბრობენ. მერე კი ერთ კვირაში საოცარ თამაშებს გვაჩვენებს.

მაგალითად, ბერნარდო სილვა. ის ახლა პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ზღაპრულ რაღაცეებს აკეთებს, ზაფხულში კი შეგახსენებთ – პრესა მის გაშვებაზე წერდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *