“პეჟომ” ჯოკოვიჩი “გაუშვა”, ჯოკოვიჩმა ვაიდა

ცნობილმა ფრანგულმა ავტოკომპანია “პეჟო”-მ გადაწყვიტა აღარ გააგრძელოს თანამშრომლობა ნოვაკ ჯოკოვიჩთან – ინფორმაციას ავრცელებს პოპულარული გამოცემა El Espaniol.

ნოვაკი ფრანგულ კომპანიასთან 2014 წლიდან მუშაობდა და “Peugeot”-ს მანქანებს რეკლამირებას უწევდა.

ჟურნალისტ საშა ოზმოს ინფორმაციით, კოვიდ პანდემიის დროს ფრანგულ კომპანიას დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა, თან დიდად არ მოსწონდათ ნოვაკის ანტივაქსერული მიდგომა კოვიდთან მიმართებაში. სწორედ ეს 2 მიზეზი გახდა კონტრაქტის აღარ გაგრძელების საბაბი.

null

ჯოკოვიჩმა თავისმხრივ სამწვრთნელო შტაბიდან გაუშვა სლოვაკი სპეციალისტი მარიან ვაიდა.

შეგახსენებთ, რომ ვაიდა და ნოვაკი ერთმანეთთან 2006 წლის როლან გაროსის შემდეგ თანამშრომლობენ. 2019 წელს სერბი ჩოგბურთელის სამწვრთნელო შტაბს ხორავტი გორან ივანიშევიჩი შეუერთდა, რასაც სლოვაკი სპეციალისტის საქმიდან ნელ-ნელა ჩამოშორება მოყვა. მარიანი უფრო და უფრო იშვიათად დაყვებოდა ჯოკოვიჩს ტურნირებზე, მიზეზად კი ის სახელდებოდა, რომ ვაიდას მეტი დროის გატარება სურდა საკუთარ ოჯახთან.

null

ამ მომენტისთვის ჯოკოვიჩის სამწვრთნელო შტაბი ასე გამოიყურება: მთავარი მწვრთნელი გორან ივანიშევიჩი, ფიზიოთერაპევტები – ულისეს ბადიო და მილიან ამანოვიჩი, ხოლო ფიზ მომზადების მწვრთნელი მარკო პანიჩია.

Leave a comment

Your email address will not be published.