რეალიდან მთავარი ხალხი წავიდნენ – ზიდანი და რამოსი, თანაც ორივე ისე, რომ საფეხბურთო სამყაროს ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. მათზე ფლორენტინო პერესმა ისაუბრა
“ზიდანს კარგად ვიცნობ, რთული წელი გვქონდა და მის დასატოვებლად ვიბრძოდი.
შვილიშვილებს გეფიცებით, მისი გამოსამშვიდობებელი წერილი არ წამიკითხავს. ადამიანი, რომელმაც ის დაწერა, ზიდანი ნამდვილად არაა.
მას საუკეთესოს ვუსურვებ, მადრიდის ლეგენდაა და ყველანაირი აღიარება აქვს. მისი ოცნება საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობაა და, დარწმუნებული ვარ, ამას მიაღწევს.
რაც შეეხება რამოსს, როგორც ვაჟი ისე მიყვარს. ის 2005 წელს ვიყიდე და პრეს-კონფერენციაზე ფეხბურთელთან ერთად მანამდე ნამყოფი არ ვიყავი.
მისით აღტაცებული ვარ, ის ლეგენდაა და მინდოდა დარჩენილიყო, კონტრაქტი შევთავაზეთ, დედლაინი ჰქონდა, თუმცა ის უგულვებელყო.
რეალი მისი სახლია და სხვა პოზიციაზე აუცილებლად დაბრუნდება”