ფლორენტინო პერესი რაულსა და კასილასს “სირცხვილს” როგორ უწოდებს, მთელი მსოფლიო მოიარა. დღეს კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა, სადაც რეალის პრეზიდენტი რონალდუზე, მოურინიოზე და კოენტრაუზე საუბრობს
კრიშტიანუზე:
“კრიშტიანუ გიჟია. ეს ბიჭი იმბეცილია, ავადმყოფი. ის ნორმალური არ არის, სხვა შემთხვევაში, იმას არ გააკეთებდა, რასაც აკეთებს. ბოლო ნონსენსი, რაც მან გააკეთა, მთელმა მსოფლიომ იხილა…”
მოურინიოზე
“მენდეში კრიშტიანუს არაფერზე მიუთითებს, ისევე, როგორც მოურინიუს. ინტერვიუებთან დაკავშირებითაც კი. არაფერს. ამ ბიჭებს საშინელი ეგო აქვთ. ის და მწვრთნელი რეალობას მოწყდნენ, სხვაგვარად რომ იქცეოდნენ, მეტსაც გამოიმუშავებდნენ”
კოენტრაუზე
“კოენტრაუ? ის უჭკუობის კიდევ ერთი მაგალითია. ეს ბიჭები რეალს შიგნიდან ჭამენ. ახლა ის ნეხვია, მოურინიუ კი იდიოტი”