პერესმა ვარანს ფასი დაადო

ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საფეხბურთო თემა, რაფაელ ვარანის რეალიდან მანჩესტერში შესაძლო გადასვლაა. ბოლო ცნობებით, იუნაიტედი რეალისთვის ოფიციალურ წინადადებას ამზადებს.

როგორც Time Sport-ი იუწყება, ფლორენტინო პერესი მზადაა ფრანგი გაუშვას იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდიან. ჯერ-ჯერობით უცნობია აპირებს თუ არა იუნაიტედი ამ თანხის გადახდას.

რაც შეეხება თავად ვარანის პოზიციას, იგი არ მალავს, რომ რეალიდან წასვლა და ახალ ჩემპიონატში თამაში სურს. 28 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონში 41 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *