მერაბ დვალიშვილისა და მარლონ მორაეშის საოცარ დაპირისპირებაში, სადაც მერაბმა ბრძოლა ძალიან რთული სიტუაციიდან, თავის სასარგებლოდ შემოატრიალა და გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა, არბიტრის ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა.
მორაეშის მძიმე დარტყმების შედეგად, მერაბი დანოკდაუნდა და არაერთხელ დაეცა ოქტაგონზე. ბევრი რეფერი ამას პირველივე დაცემის შემდეგ გააჩერა, თუმცა კიტ პეტერსონი ასე არ მოიქცა. როგორც ბრძოლის შემდეგ გაირკვა, მერაბმა კიტს სთხოვა, ბრძოლა იქამდე არ გაეჩერებინა სანამ არ მოკვდებოდა… პიტერსონმაც შეუსრულა მერაბს თხოვნა და მერაბმაც არ დააღალატა – ნოკდაუნის შემდეგ ბრძოლა მისი სრული დომინაციით გაგრძელდა რაც ლოგიკურ დასასრულამდე, ტექნიკურ ნოკაუტამდე მივიდა.
სწორედ ამ და სხვა ბრძოლებში მიღებული გადაწყვეტილებების გამო, მერაბი პეტერსონის მიმართ სიმპატიებს არ მალავს:
“ჩემი აზრით, კიტ პიტერსონი საუკეთესო არბიტრია. სხვა მსაჰების მსგავსად, ის არასდროს აჩერებს ბრძოლას ნაადრევად”.
Keith Peterson is the best referee in my opinion. He don’t stop fights early like other refs… #UFCVegas44
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) December 5, 2021