ბარსელონას დიდი ოდენობით ვალი აქვს, ამიტომ ცდილობს ფეხბურთელები გაასხვისოს, ერთერთი მათგანი კი მირალემ პიანიჩია.
კლუბმა ტრინკაო ვულვზში უკვე გაანათხოვრა, ბოსნიელის გაშვებაც უნდა, თუმცა ის წინადადებებს არ იღებს. როგორც ჩანს, პიანიჩს სპორტული მოტივიც არ ადარდებს, რადგან კუმანმა ნათლად განუმარტა, რომ მის გეგმებში არ შედის.
შესაძლოა ბარსელონას პიანიჩი ისეთივე ტვირთად ექცეს, როგორც რეალისთვის ბეილია, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი “მხოლოდ” 8 მილიონ ევროზეა…