ბარსელონას ყოფილ მცველი ჟერარ პიკე მოედანზე დაბრუნდა და ესპანური ანდორას მაისურით ითამაშებს. საინტერესოა, რომ ამ კლუბის მფლობელი თავადაა. მან ანდორა 2018 წელს შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ პიკემ ფეხბურთელის კარიერა 2022 წლის ბოლოს დაასრულა. ის ესპანური პრიმერას რვაგზის გამარჯვებული, ჩემპიონთა ლიგის ოთხჯერ მომგები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.
ანდორაში 35 წლის პიკეს თამაშს ერთადერთი რაც ხელს უშლიდა ესპანეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ფინანსური წესები გახლდათ, თუმც, ჩანს, ყველაფერი დალაგდა. ანდორა კი სწორედ მეორე დივიზიონში თამაშობს და 21 მატჩის შემდეგ 29 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.