“პიკე თხაა, შაკირას კუდი აქვს…”

ესპანიოლის ფანებმა ისევ ლანძღვა-გინებით აიკლეს ბარსელონა. მათ შორის განსაკუთრებით ჟერარ პიკე და მისი მეუღლე შაკირა. (Mundo Deportivo)

ეს საქმე განიხილეს ლა ლიგაში, მაგრამ მათ ესპანიოლი არ დასაჯეს და ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცეს საქმე. 14 სხვადასხვა შეურაცხმყოფელი შეძხილი ყოფილა და ყველაზე ხშირად Puta Barca.

მატჩისას 4 სხვადასხვა დროს იმღერეს ამ ტექსტით: „პიკე თხაა, შაკირას კუდი აქვს. შაკირა, შენ შვილი ვაკასოსგან გყავს, პიკეს ეგ საქმე არ შეუძლია“.

მსგავსი შეურაცხყოფები ესპანიოლის ფანებისგან ადრეც იყო. და ზოგადად ესპანიოლი და ბარსელონა რომ არ მეგობრობენ (რბილად რომ ვთქვათ), ეს სიახლე არაა.

Leave a comment

Your email address will not be published.