პიკე, პეპი, შაკირა

ბარსელონას მცველმა ჟერარ პიკემ ერთი ძველი ამბავი გაიხსენა. თურმე მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დროს პოპვარსკვლავ შაკირას გაცნობისთანავე, გუნდის მაშინდელ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა ისე დაეძაბა, რომ კინაღამ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.

Gerard Pique began dating Shakira in 2011

„პეპი ჟოზე მოურინიუს ბაძავდა, ყველაფრის კონტროლი სურდა. შაკირას გაცნობის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა შიცვალა, დაიძაბა. ერთხელ გასახდელში კინაღამ ხელით შევეხეთ ერთმანეთს. 2011-12 წ;ების სეზონის წინ გუნდის დატოვებაც კი მინდოდა, მაგრამ იმ სეზონის ბოლოს თავად წავიდა ბაიერნში.

თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ახლა პეპთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს,“ – ამბობს პიკე.

34 წლის ფეხბურთელი ახლაც ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი კაცია და გასულ ზაფხულს ხელფასის შემცირებაზეც კი დათანხმდა, რათა კლუბს ფინანსური სიძნელეებისას შეშველებოდა.

შაკირასათან კი ორი შვილი ჰყავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *