ამბობენ, რომ ჩავი ყატარში მუშაობის პერიოდში ბარსელონას თამაშს ყურადღებით აკვირდებოდა. მან კარგად იცოდა, რა ხდებოდა მოედანზე, ჰქონდა თავისი მოსაზრება საფეხბურთო საკითხებზე, იღებდა ინფორმაციას პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასგან, მაგრამ ფეხბურთელების პრობლემებსა და სურვილებში ცხადია ჩახედული არ იყო.
ჩავის განსაკუთრებით თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ვეტერანი ჟერარდ პიკეს გუნებ-განწყობა აინტერესებდა. ბოლო პერიოდში ბარსას ქომაგებს, ეგრეთწოდებულ კულეებს შორის გაძლიერდა ეჭვი, რომ პიკემ კლუბზე გული აიცრუა. მას აქვს თავისი ბიზნესი, ხშირად ჩანს ტელეეკრანზე სხვადასხვა შოუში, ერთი სიტყვით, ფეხბურთზე სისხლსავსე ცხოვრება მის მიღმა აქვს.
ჩავიდა ჩავი ბარსელონაში და თქვეს, რომ მან და პიკემ გულწრფელად ილაპარაკეს. ჩავის თხოვნა ძველ მეგობართან სწორედ ის იყო, რომ მას თავის მთავარ საქმედ ისევ ფეხბურთი ექცია. ბარსელონას მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ პიკეს გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, ოღონდ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თუ ყურადღების ასივე პროცენტს კვლავ ვარჯიშზე გადაიტანს. პიკეს დაბრუნება ბარსელონაში ლიდერის დაბრუნებას ნიშნავს.
დაასკვნეს, რომ პიკემ ჩავის მხარში დგომა აღუთქვა.