პიკე: ჩვენთვის წარმატება ეს იქნება…

ბარსელონას მცველი, ხერარდ პიკე იმ მოლოდინებს გვიზიარებს, რაც ახალი სეზონის დაწყების წინ აქვს

“წინა სეზონი ჩვენთვის საუკეთესო არ იყო. დიახ, თასი მოვიპოვეთ, მაგრამ წარმატებას ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მივაღწიეთ. ასეთ სეზონს კარგი არ შეგვიძლია ვუწოდოთ. ახალ სეზონს ენთუზიაზმით ველოდებით.

ლა ლიგაში წარმატება გასაღებია. თუ ჩემპიონატში კარგად ვითამაშებთ, ეს დანარჩენ ტურნირებზეც აისახება. გვინდა ჩემპიონატის სტარტზე ქულების მაქსიმუმი ავიღოთ, რადგან გამოცდილება გვაჩვენებს, რომ წარმატებული ის სეზონია, სადაც რითმი დაჭერილი გვაქვს და ქულების რეზერვი შევქმენით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ რეალი და ატლეტიკო ხელს ვერ შეგვიშლიან,” – თქვა პიკემ

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *