პიოტრ იანმა აკრძალული დარტყმა ღია ვარჯიშზეც გაიმეორა [VIDEO]

სუპერმსუბუქი წონის ექს-ჩემპიონი, პიოტრ იანი დრობითი ქამრის მოსაპოვებლად ემზადება. რუსი მებრძოლი 30 ოქტომბერს აღნიშნული წონის ტოპ კონტენდერს, კორი სანდჰაგენს დაუპირისპირდება. ივენთის მონაწილეებმა წინასაბრძოლოდ დაგეგმილი ღია ვარჯიში გამართეს, სადაც პიოტრ იანმა განზრახ, დამსწრე გულშემატკივრების გასამხიარულებლად ის აკრძალული დარტყმა გაიმეორა, რაც ალჯამეინ სტერლინგთან, საჩემპიონო ბრძოლისას. სწორედ ამ დარტყმის გამო მიიღო დისკვალიფიკაცია და დაკარგა საჩემპიონო ქამარი.

აღნიშნულ ფაქტს თავად ალჯოც გამოეხმაურა – “ძალიან სასაცილოა, ფრხილად იყავი კიდევ ერთი ქამარი არ დაკარგო”. იანის საქციელზე კომენტარი ალჯოს მეგობარმა და ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმაც გააკეთა – “ეს არასწორი ნახეთ, იდიოტი”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *