პირველად აქ… რომელი ქართველი თამაშობდა მონღოლეთის გუნდში?

Yemen vs Mongolia during their AFC Asian Cup China 2023 Qualifiers Final Round Group B match at MFF Stadium on June 14, 2022 in Ulaanbaatar, Mongolia. Photo by Uuganbayar Bazardari / Power Sport Images for the AFC

მონღოლეთი: საქართველოს ნაკრების უახლოესი მეტოქე. 25 მარტს ამხანაგურში ვილი სანიოლის გუნდი მონღოლებს უმასპინძლებს ბათუმში. სამ დღეში კი ნორვაგიასთან ევროშესარჩევი მატჩია…

საინტერესო ფაქტები: მონღოლეთს არასოდეს არ უთამაშია ევროპულ ნაკრებთან. საქართველო იქნება პირველი…

მონღოლეთის ნაკრები ფიფას რეიტინგში 183-ე ადგილზეა. სხვათა შორის, ბოლო თამაში როცა ჩაატარა, მოიგო… იემენთან სტუმრად 2:0. ისე, შარშანწინ იაპონიასთან 0:14 ვერ ჰქონდათ კაი ამბავი.

მონღოლეთში ქართველი ფეხბურთელიც თამაშობდა: ზვიად ციკოლია. 5 წლის წინ იყო კლუბ ულან-ბატორის ერჩიმში. იქ როგორ მოხვდა, ვერ გეტყვით. ისე, შუა აზიის სხვა ქვეყნებშიც ითამაშა: ყაზახეთშიც.

ისე, მონღოლეთის ნაკრებს სხვადასხვა დროს რუსი, სლოვენიელი და გერმანელი სპეციალისტიც კი წვრთნიდა. ახლა იაპონელი მწვრთნელი ჰყავთ: იჩირო უციდა.

სახელ-გვარებს აზრი არ აქვს, მაინც ვერაფერს მოგვცემს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *