პირველად დიდი სლემის ტურნირირების ისტორიაში 2 ველური ბარათის (wild card) მქონე ჩოგბურთელი გავიდა უიმბლდონის 1/8 ფინალურ ეტაპზე: 22 წლის რუსი – ლუდმილა სამსონოვა და 18 წლის ბრიტანელი – ემა რადუკანუ (N 338 მსოფლიო რეიტინგში).
სამსონოვამ უიმბლდონზე ვაილდ ქარდი ბერლინის ტურნირზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის ფონზე დაიმსახურა, სადაც ლუდმილამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო ასპარეზობა და საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული გახდა( ფინალში მოუგო ბელინდა ბენჩიჩს 1:6 6:1 6:3).
რუსმა ჩოგბურთელმა უიმბლდონის პირველ წრეში კაია კანეპის სძლია 6:4 6:2, მეორე რაუნდში ჯესიკა პეგულიას 6:4 3:6 6:3, ხოლო 1/16 ფინალში us open-ის გამარჯვებულ სლოან სტივენსს 6:2 2:6 6:4.
18 წლის რადუკანუ უიმბლდონის 1/8 ფინალმადე სეტის წაუგებლად მივიდა – პირველ რაუნდში სძლია დიაჩენკოს 7:6 6:0, მეორე წრეში მარკეტა ვონდრუშოვას 6:2 6:4, ხოლო მესამე ეტაპზე სორანა კირსტეას 6:3 7:5.
უიმბლდონის ქალთა ერთეულთა ბადის 1/8 ფინალური წყვილები
კაროლინა პლიშკოვა- სამსონოვა
რადუკანუ – ტომლიანოვიჩი
რიბაკინა – საბალენკა
სვიონტეკი – ჟაბერი
ბარტი – კრეიჩიკოვა
ქიზი – გოლუბიჩი
ბადოსა – მუხოვა
გაუფი – კერბერი