პირველად ისტორიაში – ქართველი UFC-ს მთავარ ბრძოლაზე!

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 29 აგვისტოს გასამართი ივენთის მთავარ ბრძოლად UFC გიგა ჭიკაძისა და ედსონ ბარბოსას დაპირისპირებას განიხილავს. ბარბოსა ქვემსუბუქი წონის რეიტინგში გიგაზე ერთი საფეხურით წინ დგას და მე-9 პოზიციას იკავებს. 35 წლის ვეტერანს ბრძოლა ჩატარებული აქვს ისეთ ვარსვკლავებთან როგორებიც არიან ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, ტონი ფერგიუსონი, ენტონი პეტისი…

გიგას აქამდეც გამოუთქვამს ბრაზილიელთან ბრძოლის სურვილი, გარდა რეიტინგის თვალსაზრისისა, სანახაობრივადაც შესანიშნავი ბრძოლის მოლოდინია – ორი ძალიან გამოცდილი სტრაიკერი ყოველთვის ლამაზ შოუს მოასწავებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *