პირველად იყო პსჟ

ლეგენდარული რონალდინიო პარიზს ეწვია და პარი სენ-ჟერმენის მატჩს საპატიო სტუმრის სტატუსით დასეწრო. თანამემამულე ნეიმართან მისი შეხვედრის შესახებ უკვე ვწერდით. ის შეყრა ღამის კლუბში ქეიფით დამთავრდა.

Lionel Messi and Ronaldinho caught up at PSG last week

მაგრამ არანაკლებ საინტერესო იყო რონალდინიოს ლეო მესისთან შეხვედრა. ძალიან ემოციური და თბილი გამოდგა ყოფილი თანაგუნდელების პაემანი. ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს. პირველი ბარსელონური გოლი 2005 წელს, არგენტინელმა ხომ რონალდინიოს პასით გაიტანა. და საერთოდ, ძირითად გუნდში მოხვედრის კვალად, ლეოს ყველაზდე მეტად ბრაზილიელი პატრონობდა. „პატარა ძმას“ ეძახდა.

„ძალიან მახარებს ლეოს იმ გუნდში ყოფნა, სადაც ევროპულ კარიერას ვიწყებდი. მჯერა, რომ მესი აქაც დატოვებს თავის წარუშლელ კვალს“, – თქვა რონალდინიომ .

შეგახსენებთ, რომ კარიერის დასაწყისში რონალდინიო 2001 წელს გრემიოდან სწორედ პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. შემდეგ კი იყო ბარსელონა, მილანი და ასე შემდეგ.

The pair remain close friends and enjoyed an embrace

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *