დღეს გამთენიისას, „მემფისმა“ საკთარ მოედანზე „ჰიუსტონს“ უმასპინძლა და მეტოქე 113:106 დაამარცხა. მატჩის დაწყების წინ „გრიზლისმა“ ხმარებიდან ამოიღო 50-ნომრიანი მაისური, რომლითაც გუნდის რიგებში თამაშობდა მძიმე ფორვარდი ზაკ რენდოლფი.
„მემფისმა“ ვეტერან მძიმე ფორვარდს ასევე აჩუქა პლატინის დაფა, რომელზეც მისივე სიტყვებია ამოტვიფრული:“მემფისი – ეს მუშა ხალხის ქალაქია, მეც მუშა ვარ, საკალათბურთო მოედანზე. ჩვენი სტილი ერთმანეთს ემთხვევა“.
"It's a blue collar town, and I'm a blue collar player…it's a fit."
The @memgrizz give Zach Randolph (@MacBo50) a platinum record with his memorable quote during his jersey retirement ceremony! #50ForDaCity pic.twitter.com/M7tGYa4q3b
— NBA (@NBA) December 12, 2021
NBA-ს ყველა ვარსკვლავთა მატჩის ორგზის მონაწილე რენდოლფი გახდა პირველი კალათბურთელი „გრიზლის“ ფრენჩაიზ ისტორიაში, ვისი ნომერიც გუნდმა ხმარებიდან ამოიღო.
შეგახსენებთ, რომ ზაკმა „მემფისში“ პროფესიონალური კარიერის უდიდესი ნაწილი – 8 სეზონი გაატარა. რენდოლფმა NBA-ს 1116 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 16.6 ქულას აგროვებდა.