პირველად ფრენჩაიზ ისტორიაში – „კლიპერსი“ ფინალშია

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ არსებობის ისტორია 51 წელს ითვლის, თუმცა ფრენჩაიზმა მხოლოდ დღეს დილას შეძლო და პირველად გავიდა კონფერენციის ფინალში.

ტერენს მენის 39 ქულის წყალობით „კლიპერსმა“ „იუტა“ 131:119 დაამარცხა და საპლეიოფო სერია 4:2 მოუგო რეგულარული გათამაშების ჩემპიონს.

საწყისი ორი მეოთხედი „ჯაზმენების“ უპირატესობით წარიმართა და მესამე პერიოდის დასაწყისში „იუტა“ 25 ქულიანი ჰანდიკაპითაც გავიდა წინ(75:50) დონოვან მიჩელის(39 ქულა+9 მოხსნა+9 პასი) და რაის ონილის(21 ქულა) ბრწყინვალე თამაშის ფონზე.

null

მოულოდნელად ლოს ანჯელესურ გუნდს გმირად ტერენს მენი მოევლინა, რომელმაც მესამე მეოთხედში 20 ქულა ჩაუგდო მეტოქეს და შეხვედრაში ინტრიგა პირადად დააბრუნა.

მეოთხე პერიოდის დასაწყისში, რეჯი ჯექსონის ზუსტი სამქულიანით „კლიპერსმა“ ლიდერობა დაიბრუნა 96:95.

„ჯაზმენები“ დააბნია მეტოქის თამაშში ასე სწრაფად დაბრუნებამ და გუნდი ფსიქოლოგიურად საერთოდ მოიშალა.

კავაი ლეონარდის გარეშე დარჩენილ მასპინძლებს,ხარისხით მეორე ვარსკვლავმა – პოლ ჯორჯმა ულიდერა(28 ქულა+9 მოხსნა+7 პასი) და ლოს ანჯელესური გუნდი ისტორიულ გამარჯვებამდე მიიყვანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *