ისტბურნის ბალახის საფარიან საჩოგბურთო ტურნირზე (250 კატეგორია) ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.
პირველ ნახევარფინალში მაქს პერსელი (იღბლიანი წაგებული) ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება, ხოლო მეორეში სუნ ვუ კვონი (იღბლიანი წაგებული) – ალექს დემინორს.
ჩოგბურთში ATP Tour 1990 წლიდან ფუნქციონირებს და პირველად დაფიქსირდა, რომ ტურნირის ნახევარფინალურ სტადიაზე ერთზე მეტი ლაქი ლუზერი გავიდა.
შეგახსენებთ, რომ პერსელმა ისტბურნის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ილია ივაშკასთან წააგო, სუნ ვუ კვონმა კი პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, რეიტინგის 1131 ჩოგან ალასტაირ გრეისთან, თუმცა ბიჭებს ძალიან გაუმართლათ – ტურნირს ერთბაშად რამდენიმე მოთამაშე მოეხსნა და შესაბამისად „იღბლიან წაგებულებს“(luky loser) მიეცათ ძირითად ბადეში ასპარეზობის საშუალება.
არც პერსელს და არც კვონს ATP Tour -ის დონეზე ჯერჯერობით ერთეულთა თანრიგის ფინალამდე არასდროს მიუღწევიათ, მაქსმა ორჯერ ითამაშა წყვილთა ტურნირის ფინალში, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა.