„ფინიქსის“ უკანახაზელი დაიანა ტაურაზი WNBA-ს არსებობის ისტორიაში გახდა პირველი ქალი კალათბურთელი, რომელმაც 9000 ქულა და 2000 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
„მერკურიმ“ სტუმრად „დრიმი“ 84:69 დაამარცხა, ტაურაზის ანგარიშზე კი 18 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი იყო.
დაიანა 39 წლისაა, მე-17 სეზონს ატარებს ქალთა ნბა-ში და ამჟამად მის კარიერულ ანგარიშზე 9104 ქულა და 2002 შედეგიანი გადაცემაა.
History for DT 👏
With two dimes in the first half, Diana Taurasi becomes the first #WNBA player to reach 2,000 career assists and 9,000 career points. #CountIt pic.twitter.com/pYsHVWjoTH
— WNBA (@WNBA) August 21, 2021
შეგახსენებთ, რომ ტაურაზი „ფინიქს მერკურიმ“ 2004 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია, დაიანა პირველივე წელს გახდა WNBA-ს საუკეთესო ახალბედა (Rookie Award), კარიერაში უკვე მოგებული აქვს სამი WNBA-ს ტიტული (2007, 2009 და 2014), 2009 წელს დასახელდა რეგულარულის უძვირფასეს მოთამაშედ, ხოლო ორჯერ ფინალების MVP გახდა (2009, 2014).
ტაურაზის სანაკრებო დონეზე 5 ოლიმპიადა აქვს მოგებული(2004, 2008, 2012, 2016, 2020) და 3 მსოფლიოს ჩემპიონატი (2010, 2014, 2018).