“პირველივე რაუნდში მოვკლავ…” – ხამზატმა ადესანიას ბრძოლა შეაფასა

დღეს გამთენიოს, ტექსასში გამართულ UFC 271-ზე, ადესანიამ საჩემპიონო ქამარი მეოთხედ დაიცვა. ნიგერიელმა ტიტული დაიცვა იმასთან, ვისაც თავის დროს წაართვა – რობერტ უიტეკერს. მათი პირველი ბრძოლა ისრაელმა მეორე რაუნდის ნოკაუტით მოიგო, თუმცა დღეს ბრძოლა 5 რაუნდს გაგრძელდა და უიტეკერმა საკუთარი თავის გაუმჯობესებული ვერსია შემოგვთავაზა.

ადესანიამ ფაქტობრივად ყველა ტოპ კონტენდერი კითხვის ნიშნების გარეშე დაამარცხა. თუმცა კონტენდერობის გზაზე ბევრია – ერთ-ერთია ხამზატ ჩიმაევი. ჩეჩენი მებრძოლი როგორც საშუალო ასევე ქვესაშუალო წონაშიც ასპარეზობს. იგი დიდი ხანია რაც უსმანთან ბრძოლას უმიზნებს, ეხლა კი მეორე ნიგერიელ ჩემპიონთან ბრძოლაზეც გამოთქვა სურვილი და ადესანიას შანსები შეაფასა: “ჩემთვის მარტივი ფული ხარ, 0 ჭიდაობა, პირველივე რაუნდში მოგკლავ”.

ამ მომენტისთვის ხამზატი საშუალო წონის ტოპ 15-შიც კი არ იმყოფება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ტემპს და გამარჯვებების ხარისხს, ამავდროულად გამოხმაურებას რომელიც ხამზატის ბრძოლებს თან ახლავს, არ უნდა გაგვიკვირდეს რომ ადესანიასგან ჩეჩენი არც ისე შორსაა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *