პირველი გეი

ასეთი რამ დიდ ბრიტანეთში არ მომხდარა, როდესაც აქტიურ პროფესიულ ფეხბურთში ვინმეს არატრადიციული ორიენტაცია ეღიარებინოს.

დიახ, ბლეკპულის 17 წლის ფორვარდმა, ჯეიკ დენიელსმა ღიად თქვა, რომ გეია.

„ამ ნაბიჯზე დიდ ხანს ვფიქრობდი და ვგრძნობ, რომ დრო მოვიდა. მზად ვარ ჩემი თავი ვიყო, გავთავისუფლდე და ვირწმუნო.

დიდი ხნის განმავლობაში სიცრუეში ვცხოვრობდი. ვფიქრობდი, რომ ასაკი მომემატებოდა, მეგობარ გოგონას გავიჩენდი და ყველაფერი შეიცვლებოდა, თუმცა როცა იზრდები, აანალიზებ რომ შეუძლებელია შეიცვალო. ეს ასე არ მუშაობს. აქამდე მზად არ ვიყავი, მაგრამ არ მინდა ასე გაგრძელდეს“

ამ გადაწყვეტილებით, ლივერპულის მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი აღფრთოვანებულია და ფეხბურთელს მხარდაჭერას უცხადებს

„ფანტასტიკაა, რომ ასეთი სიმამაცის მაგალითს ვხედავთ. როდესაც ვნახე ამ თემაზე როგორ საუბრობდა, ვერ დავიჯერე, რომ მხოლოდ 17 წლისაა. ის ნამდვილად ჩამოყალიბებული ადამიანია. მთელი საფეხბურთო სამყარო, როგორც შეგვეძლება, მხარს დავუჭერთ! ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ.

მისი სიტყვები ძალიან მომეწონა. მართალი კაცის სიტყვები იყო. მას დამალვა არ სურს. კარგია. ეს ყველაზე საიმედო გზაა.

მას არ ვიცნობ, თუმცა მისით ვამაყობ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენი 2022 წელში ვცხოვრობთ. სიგიჟეა, რომ მსგავსი განცხადება სათაურის საგნად გახდება, თუმცა სწორი მიმართულებით მივდივართ,“ – თქვა კლოპმა

Leave a comment

Your email address will not be published.