პირველი დრაფტ პიკი „დეტროიტისაა“

დღეს გამთენიისას, ნბა-ში 2021 წლის დრაფტის ლატარეა ჩატარდა. 30 გუნდიდან ყველაზე მეტად „დეტროიტს“ გაუმართლა, რომელიც წლევანდელ დრაფტზე პირველი ნომრით აირჩევს.

2021 წელი ძალიან წარმატებულია ბენ ვოლასისთვის – ჯერ ვეტერანი კალათბურთელი ნბა-ს დიდების დარბაზში მიიღეს, ახლა კი თავის ყოფილ გუნდს დაეხმარა, 51 წლიანი პაუზის შემდეგ დრაფტზე პირველმა აირჩიოს კალათბურთელი.

დეტროიტმა ბოლოს, 1970 წელს პირველ ნომრად ბობ ლანიერი აირჩია.

null

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი რეგულარული სეზონის შედეგების მიხედვით, „პისტონზი“ 20 მოგებით და 52 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში უკანასკნელ – მე-15 ადგილზე გავიდა.

დრაფტზე მეორე არჩევანი „ჰიუსტონ როკეტსს“ შეხვდა, ტექსასურმა გუნდმა რეგულარული სეზონი ბოლო ადგილზე დაასრულა, მოიგო რა მხოლოდ 17 შეხვედრა.

1. დეტროიტი

2. ჰიუსტონი

3. კლივლენდი

4. ტორონტო

5. ორლანდო

6. ოკლაჰომა

7. გოლდენ სტეიტი

8. ორლანდო

9. საკრამენტო

10. ნიუ ორლეანი

11. შარლოტი

12. სან ანტონიო

13. ინდიანა

14. გოლდენ სტეიტი

დრაფტის დანარჩენი ადგილები პლეიოფის დასრულების შემდეგ დაკომპლექტდება.

ნბა-ს 2021 წლის დრაფტის პირველ ნომრად არჩევის მთავარი პრეტენდენტი – კეიდ კანინგემია. ოკლაჰომას უნივერსიტეტის 19 წლის გამთამაშებელს NCAA-ს ლიგაში საშუალოდ მატჩში 20.1 ქულას, 3.5 შედეგიანი გადაცემა და 6.2 მოხსნა ქონდა(ჯამში ჩაატარა 27 მატჩი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *