პირველი სენსაცია – კოკო გაუფი ასპარეზობას გამოეთიშა

WTA-ს ამომავალი ვარსკვლავისთვის – 17 წლის კოკო გაუფისთვის მიმდინარე სეზონი თითქოს ნორმალურად დაიწყო. ამერიკელი ადელაიდა 1-ის ტურნირზე მედგრად ებრძოლა მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგან ეშლი ბარტის, ადელაიდა 2-ზე ნახევარფინალამდე გავიდა და საკმაოდ მაღალი ხარისხის თამაში აჩვენა. მოსალოდნელი იყო, რომ ვუნდერკინდი ავსტრალიის ღია პირველობაზეც საკმაოდ შორს წავიდოდა და ბევრ ფავორიტს შეუქმნიდა პრობლემას, თუმცა რეალობა სხვანაირი გამოდგა.

null

ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში გაუფის მეტოქე ჩინელი ქიანგ ვონგი გახლდათ, რომელიც ამჟამად ტოპ 100-ეულს მიღმა იმყოფება და 110 პოზიციას იკავებს. ამერიკელს ურთიერთშეხვედრებშიც დიდი უპირატესობა ქონდა ჩინელთან – ორივე მატჩი სეტის წაუგებლად ქონდა მოგებული, თუმცა…

საწყისმა გეიმებმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა საკუთარ ჩაწოდებას. მოულოდნელად, მეხუთე გეიმში ამერიკელს ჩავარდნა დაეწყო, ზედიზედ 2 უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ბრეიკი „აჩუქა“ 3:2.
მომდევნო გეიმში კოკო თითქოს გამოფხიზლდა – მივიდა ბრეიკპოინტამდე, თუმცა მან ეს შანსი ვერ გამოიყენა.ვონგმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ კიდევ ერთი გეიმიც მოიგო 4:2.

რამდენიმე წუთში ქიანგმა სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:4.

null

მეორე პარტიაში 17 წლის ამერიკელის თამაში სრულიად მოიშალა – გაუფმა ზედიზედ 5 გეიმი წააგო და საკუთარ თავს ფაქტიურად განაჩენი გამოუტანა.
0:5-ზე, მაშინ როდესაც დასაკარგი აღარაფერი იყო, კოკო რისკიანად ათამაშდა, 2 გეიმი მოიგო და მესამეში ორმაგი ბრეიკპოინტიც დაიმსახურა, თუმცა ამაზე მეტი ვეღარ შეძლო – ჩინელმა მეოთხე მატჩპოინტის რეალიზება შეძლო და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:4 6:2.

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში ვონგი ვან უიტვანკს დაუპირისპირდება და მშვენიერი შანსი ექნება მესამე წრეში გასვლის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *