ჩემპიონთა ლიგა იწყება და გავიხსენოთ პირველი ქართული გოლი ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე… კახა კალაძემ გაიტანა საფრანგეთში: ლანსი-დინამო კიევის შეხვედრის მე-60 წუთზე. კალაძემ ამ გოლით 0:1 გახადა ანგარიში, საბოლოოდ კი თამაში 1:3 დასრულდა და ვალერი ლობანოვსკის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.
მოკლედ, უმნიშვნელოვანესი გოლი იყო, რადგან კიეველები მხოლოდ მოგების შემთხვევაში გადიოდნენ ჯგუფიდან. გავიდნენ, მერე რეალი გამოთიშეს და ბაიერნთან ნახევარფინალშიც მაგრად იბრძოლეს, მაგრამ გავარდნენ… (3:3, 0:1). შინ 3:1-ს იგებდნენ…
აქ კი ფოტოზე მაშინდელი კიევის დინამოა. სამწუხაროდ, ანდრეი გუსინი და ვალენტინ ბელკევიჩი ახალგაზრდები დაიღუპნენ. 41 წლის ასაკში – თან, ორივენი 2014 წელს. გუსინი მოტოციკლით ავარიის დროს, ბელკევიჩი კი – თრომბით. გუსინი ზედა რიგში მარცხნიდან პირველია (მეკარის გვერდით), ხოლო ბელკევიჩი – ქვედა რიგში პირველი.
ეს რაც შეეხება ლიგას, თორემ ჩემპიონთა თასზე პირველი ქართველი, რომელმაც გოლი გაიტანა, ალექსანდრე ჩივაძეა. ეს 1979 წელს, ლივერპულის სტადიონზე.
…კალაძის გოლი 1:02-დან