პირველი ქართული ჰეთ-თრიქი!.. გარდაიცვალა თემურ ტუღუში

გარდაიცვალა ბათუმის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი თემურ ტუღუში. როგორც კლუბიდან გავიგეთ, კორონავირუსი მოერია… 49 წლის გახლდათ.

ტუღუში (მეტსახელად, ტუხა) ბოლოს ბათუმის დინამოს 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა.

შეიძლება ითქვას, ბათუმის დინამოს ლეგენდა გახლდათ და ისტორიაში ჩაეწერა: ტუღუში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირებზე  ჰეთ-თრიქი შეასრულა – 1996 წელს, თასების თასზე, ფარერების ჰაფნართან – 6:0.

1995-ში კი ტუღუშმა გლაზგოს სელტიკსაც გაუტანა ბრწყინვალე ინდივიდუალური გოლი. თემურმა 2:2 გახადა ანგარიში, მაგრამ ბათუმელებმა ბოლო წუთზე გაუშვეს და 2:3 წააგეს.

თემურ ტუღუშმა საქართველოს ნაკრებში 3 მატჩი ჩაატარა.

ფოტოზე: თემურ ტუღუში ბურთით

V I d e o (ტუღუშის გოლი სელტიკთან 0:46-დან)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *