მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1955 წლის 21 აგვისტოს, საბჭოთა კავშირი დასავლეთ გერმანიის ნაკრებს პირველად შეხვდა. ეს ამხანაგური დაპირისპირება იყო, თუმცა უაღრესად პრინციპული, რომელსაც მოსკოვის დინამოს სტადიონზე 70 000 გულშემატკივარი დაესწრო.
ომის ჭრილობები მოშუშებული ჯერაც არ იყო, გერმანიამ ნატოში შესვლა გამოაცხადა, საბჭოთა კავშირმა კი ამ ნაბიჯს ვარშავის პაქტით უპასუხა. პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევდა, ეს უბრალოდ მატჩი აღარ იყო.
მოსკოვში მცხოვრები მოსახლეობის გადმოსახედიდან, გერმანელები ისევ ნაცისტები იყვნენ.
მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, რუსეთის დედალაქში ჩასულ 350 გერმანელ გულშემატკივარს ხალხი მშვიდად შეხვდა და, როგორც შემდეგ დაიწერა, ერებს შორის საბოლოო შერიგება სწორედ მანდ მოხდა.
რაც შეეხება მატჩს, მოულოდნელად, საბჭოთა კავშირმა დასავლეთ გერმანია 3:2 დაამარცხა