პირველი წრე დასრულდა, ბათუმი საუკეთესოა

დღეს, დიდი 10-ის გათამაშების მე-9 ტურის ორი დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ბოლნისის “ყოჩებმა” რაგბი პლატოზე თბილისის “ლელოს” უმასპინძლა და 27:23 დაამარცხა.

არადა, “ლელომ” პირველი ტაიმი 13:7 მოიგო და თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე 23:21 იგებდა. “ყოჩების” ვეტერანმა დამრტყმელმა თემურ სოხაძემ ორი საჯარიმო გაიტანა და ბოლნისელებს გამარჯვება მოუტანა. “ლელოს” ერთი საპრემიო ქულა ერგო.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ “ყოჩების” შერკინების ბურჯი ლაშა საჯაია დაასახელეს.

გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა რუსთავის “ხარებმა” კი, სტუმრად შეძლო კიკეთის “იუნკერების” დამარცხება – 34:25. რუსთაველებმა ექვსი ლელო გაიტანეს, საპასუხოდ კი, სამი მიიღეს და ერთი საპრემიო ქულაც მიითვალეს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩშიც პირველი ტაიმი საბოლოოდ დამარცხებულმა მოიგო. კიკეთელებმა უკეთ ითამაშეს და შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მატჩის საუკეთესო მორაგბე “ხარების” შერკინების კვაჭი ლევან ჭავჭავაძე გახდა.

ყოჩები-ლელო 27:23
ყოჩები: 3ლ – ჩხიკვაძე, ჭუმბაძე, ფოფხაძე. 3გ – მალაღურაძე. 2ს – სოხაძე.
სინბინი: მიქაძე
ლელო: 2ლ – ბაგაშვილი, კახოიძე. 2გ – ასათიანი. 3ს – ასათიანი (2), მამუკაშვილი.
სინბინი: აბდუშელიშვილი
მსაჯი: შოთა თევზაძე

იუნკერები-ხარები 25:34
იუნკერები: 3ლ – დევსურაშვილი, ტყეშელაშვილი, იმნაძე. 2გ – ჯღამაია, იმნაძე. 2ს – ჯღამაია.
სინბინი: ნიკოლაძე
ხარები: 6ლ – ჭავჭავაძე, მღებრიშვილი (2), ბურჭულაძე, მაჭარაშვილი, შუკვანი. 2გ – პეტრიაშვილი
სინბინი: ილურიძე
მსაჯი: საბა აბულაშვილი
სატურნირო მდგომარეობა

1. ბათუმი – 33 ქულა, 2. ხარები – 32, 3. ყოჩები – 30, 4. ლელო – 26, 5. აკადემია – 22, 6. არესი – 20, 7. ლოკომოტივი – 15, 8. აია – 11, 9. იუნკერები – 8, 10. ყაზბეგი – 3.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *