“პირველ რიგში შენ გჭირდება…” – დვალიშვილი ნურმაგომედოვის გამოწვევას ეხმაურება

მარლონ მორაესთან მოპოვებული საოცარი გამარჯვების შემდეგ, მერაბთან სურვილი ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილმა, დაღესტანელმა უმარ ნურმაგომედოვმა გამოთქვა. უმარს UFC-ში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, ხოლო მერაბი ზედიზედ 7 გამარჯვებით წონის მე-6 ნომერია. ბუნებრივია, ამ მოცემულობით უმარის გამოწვევის სერიოზულად აღქმა რთულია, ასე რომ მერაბმა დაღესტანელს პასუხი ხუმრობით გასცა:

“პატივისცემა ძმაო… მაგრამ პირველ რიგში შენ გჭირდება, რომ ყელსაბამი გაიკეთო დაღესტანის რუკის გამოსახულებით (მერაბი მსგავს ყელსაბამს ატარებს, საქართველოს გამოსახულებით) და ჩაიცვა კავკასიური ჩოხა.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *