პირლო არველაძესთან წავიდა

ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერას თურქეთში გააგრძელებს. ფაბრიციო დი რომანოს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი კარაგიუმრუქს ჩაიბარებს, პირლო კონტრაქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს.

გეცოდინებათ, რომ კარაგიუმრუქის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა და გუნდში ვატო არველაძე თამაშობს. კარაგიუმრუქმა თურქეთის ჩემპიონატში 57 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება პირლოს სამწვრთნელო ამბებს, მისი პირველი გუნდი იუვენტუსი იყო, რომელსაც 2020-21 წლების სეზონში ხელმძღვანელობდა და მას შემდეგ უგუნდოდ გახლდათ.

Leave a comment

Your email address will not be published.