ანდრეა პირლომ შესაძლოა ევერტონი ჩაიბაროს. Calciomercato-ს ინფორმაციით, მერისაიდელთა ხელმძღვანელები იტალიელს უკვე დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებები დაიწყეს.
ევერტონს ბოლოს კარლო ანჩელოტი წვრთნიდა, თუმცა გამოცდილმა იტალიელმა გუნდი დატოვა და მადრიდის რეალში დაბრუნდა. ამის შემდეგ კანფეტები ცხადია მის შემცვლელს ეძებენ და პირლო ერთ-ერთი კანდიდატია. ისიც დაიწერა, რომ ბრიტანულები დევიდ მოიესის დაბრუნებაზეც ფიქრობენ.
რაც შეეხება პირლოს, იგი 2020-21 წლების სეზონში იუვენტუსს წვრთნიდა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებლად. მის ხელში ბიანკონერი ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალიდან დაემშვიდობა, სერია ა კი 2012 წლის შემდეგ პირველად ვერ მოიგო. ის კი არა, რომ არა ბოლო ტურში ნაპოლის დაკარგული ქულები, გუნდი ვერც ჩემპიონთა ლიგაში გავიდოდა.