პისტოლეტი… არგენტინაში თამაშის დროს მწვრთნელი დაჭრეს (video)

არგენტინაში თამაშის დროს პისტოლეტიდან ისროლეს და მწვრთნელი მხარში დაჭრეს. მივყვეთ. მესამე დივიზიონის შეხვედრაში ურაკანო მასპინძლობდა ფეროს. პირველი ტაიმი სრულდებოდა, როცა ურაკანის ფანებმა ჩხუბი დაიწყეს… ერთ-ერთმა პისტოლეტი ამოიღო და სროლა დაიწყო. სროლაზე ფეხბურთელები და მსაჯები სასწრაფოდ გასახდელისკენ გაიქცნენ.

თუმცა ერთი ტყვია ფეროს მწვრთნელ მაურისიო რომეროს მოხვდა მხარში.

ახლა რომერო საავადმყოფოშია. მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. პოლიციაში საჩივრის დაწერას აპირებს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *