ასტონ ვილას მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა ასტონ ვილაზე, ლივერპულსა და იურგენ კლოპზე ისაუბრა
ჟურნალისტი: კლოპთან ურთიერთობა გაქვს?
– მასთან შეხება მაქვს, ვხვდები ხოლმე, როდესაც ძაღლებთან ერთად სეირნობს. მომწერა, რომ ლივერპულისა და ასტონ ვილას შეხვედრას ელოდება, რათა გადამეხვიოს.
ჟურნალისტი: რას იტყვით, ლივერპულში გადასასვლელად ასტონ ვილა პლაცდარმია?
– ასეთი საუბარი ძალიან უსამართლოა. ასეთი რამ არასდროს მითქვამს. ძალიან დიდი პატივია, რომ ამ პოზიციაზე ვმუშაობ და 100%-ით დავიხარჯები.
ოცნებასა და მოლოდინებში ცუდი არაფერია, მაგრამ ახლა ლივერპულს მსოფლიო დონის მწვრთნელი ჰყავს. მას თუ სიცოცხლის ბოლომდე კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ, ბედნიერი ვიქნები, – თქვა სტივი ჯიმ.