ხშირად იწერებოდა, რომ პოლ პოგბას მანჩესტერიდან წასვლა სურს. The Athletic-ის ინფორმაციით, ფრანგმა აზრი შეიცვალა და ოლდ ტრაფორდზე დარჩენა უნდა. ამის მთავარი მიზეზი იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რალფ რანგნიკის დანიშვნაა.
ბოლო ინფორმაციით, პოგბა ახალ გუნდს აღარ ეძებს. არა და აქამდე იწერებოდა, რომ მას იუვენტუსში დაბრუნება სურდა. ბიანკონერის გარდა მისდამი მადრიდის რეალის ინტერესსეც აქტიურად საუბრობდნენ.
28 წლის ფეხბურთელი ტრავმისგან გამოჯანმრთელდა და ამჟამად რეაბილიტაციას გადის. ფრანგი ვარსკვლავი მოედანს სავარაუდოდ 2022 წლის დასაწყისში დაუბრუნდება.
პოგბამ ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.