პოგბას ამბავი – რა სთხოვა მანჩესტერმა?

 

ESPN-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა პოლ პოგბას სთხოვა, რომ სხვა გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადადოს.

საქმე იმაშია, რომ ინგლისურ გრანდში რალფ რანგნიკი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს, ახალი მწვრთნელი კი სეზონის დასრულების შემდეგ დაინიშნება.

კლუბში იმედოვნებენ, რომ ახალი მწვრთნელი ფრანგს დარჩენაში დაარწმუნებს.

მოგეხსენებათ, პოგბას კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და უფლება აქვს სხვა გუნდებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

 

Leave a comment

Your email address will not be published.