პოლ პოგბას მანჩესტერში დარჩენა კიდევ დიდხანს სურს. The Athletic-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც იუნაიტედში კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდა, ფრანგმა ნახევარმცველმა კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ უწინ სულ სხვა სიტუაცია იყო. 28 წლის ფეხბურთელით რამდენიმე გუნდი ინტერესდებოდა და თავად პოგბაც აცხადებდა, რომ იუნაიტედიდან წასვლა სურდა. პოლს მანჩესტერთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
პოგბამანჩესტერის აღზრდილია. 2012 წელს იგი იუვენტუსში გადავიდა, 2016-ში კი ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდა. წინა სეზონში პოგბამ 42 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება მანჩესტერს, სულშერის შეგირდებს პრემიერლიგაში 10 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან. უახლოეს მატჩს გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში იანგ ბოიზის წინააღმდეგ ჩაატარებს.