პოლ პოგბას მომავალი კვლავ ბუნდოვანია. The Sun-ის ინფორმაციით, ფრანგს მანჩესტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ჯერაც უცნობია სად იქნება შემდეგ სეზონში.
The Sun-ის ინფორმაციით, პოგბა მანჩესტერში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ მანჩესტერს მომავალშიც რალფ რანგნიკი გაწვრთნის. გერმანელმა მანჩესტერის შუახაზელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მე-6 ნომერს მასთან მუშაობა ძალიან მოსწონს.
პოგას კარიერის გაგრძელების არაერთი ვარიანტი აქვს. მისი დამატება უკვე დიდი ხანია, რაც პსჟ-ს და ტურინის იუვეტუსს სურთ. თავის დროზე მისდამი ინტერესს მადრიდის რეალიც იჩენდა, თუმცა დიდი ხანია ამ თემაზე აღარაფერი თქმულა.
პოგბამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა და ჯერ-ჯერობით უგოლოდაა. რაც შეეხება მანჩესტერს, იუნაიტედი პრემიერლიგაში 38 ქულით მე-4 ადგილზეა და უახლოეს ტურში ბარნლის შეხვდება.