პოგბას ღამე ციფრებში

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, სადაც საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა, კარიმ ბენზემას დაბრუნებით აღინიშნა. რეალის ფორვარდმა გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა თამაშგარეს გამო ის არ ჩაითვალა.

ბენზემამ, მბაპემ და გრიზმანმა თამაშში ბურთი 7-ჯერ დაიბრუნეს, მიუხედავად იმისა რომ ლიოვი მათი თამაშიდან გამოთიშვას ყველანაირად ცდილობდა.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი, მოედნის ცენტრში, პოგბასა და კროოსის დუელი იყო. ფრანგის სტატისტიკა მის თამაშზე მეტყველებს. ლუკას ერნანდესს პასი სწორედ პოგბამ გაუკეთა, როდესაც განაპირა მცველი მარცხენა ფლანგზე შეიჭრა და ჰუმელსს გოლი საკუთარ კარში გაატანინა.

საერთოდაც, პოგბა ბურთს 78-ჯერ შეეხო – გუნდში ყველაზე მეტჯერ. ის ბურთისთვის ორთაბრძოლაში 20-ჯერ შევიდა, რაც თანაგუნდელებს შორის ყველაზე მაღალია და 13-ჯერ მოიგო, 12-ჯერ კი ბურთი დაიბრუნა. ეს მეორე ადგილას გასულ რაბიოზე 3-ით მეტია.

საერთოდაც, ფრანგი ნაკრებში ყოველთვის კარგად თამაშობს, კლუბში კი მისი აჩრდილი დარბის. მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტის ბოლო წელი დარჩა, ასე თამაში თუ განაგრძო, მისი სატრანსფერო ფასი კიდევ მოიმატებს. რას გადაწყვეტს, ამას ევროპის დასრულებამდე ვერ გავიგებთ…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *